მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა

BM.GE
15.11.18 11:26
1514
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბიზნესს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე მუშაობის პერიოდში დასაქმებული ადამიანების უბედური შემთხვევის საკუთარი ხარჯებით დაზღვევა მოუწევთ. გარდა ამისა, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტის ყველა სხვა კომპანიაზეც გავრცელებას, რომელიც არ მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოს.

ერთის მხრივ დამსაქმებლები სამუშაო ჯგუფის ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ რომ არსებობს რისკი კერძო სექტორმა გაზრდილი ხარჯები დასაქმებულთა რაოდენობის ან მათი სახელფასო სარგოს შემცირების ხარჯზე დააკომპენსიროს. მეორეს მხრივ კი სადაზვეო სექტორი იანვირდან ასამოქმედებელი ვალდებულების დეტალურ განმარტებას ითხოვს.

სადაზღვეო სექტორისათვის არსებობს რისკი, რომ დაუზუსტებელმა ჩანაწერმა უბრალოდ დაბალხარჯიანი და ზედაპირული პაკეტები გავრცელდეს, რაც რეალურად დაზღვევის გამოყენების შემთხვევაში ვერანაირ ხარჯს ვერ დაფარავს. კონსულტაციები ამ თემაზე სექტორის წარმომადგენლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს შორის დაწყებულია.

სტუმარი: თინა სტამბოლიშვილი - "ჯიპიაი ჰოლდინგი", კომუნიკაციის დირექტორი