15.მარტი.2019 10:36
საქმიანი დილა

ტურისტული ქალაქების ურბანული განახლების პროგრამა

მთავრობა თელავში ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტისა და მასზე გამავალი საზოგადოებრვ-სარეკრეაციო სივრცეების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას გეგმავს. უკვე გამოცხადდა ტენდერი განვითარების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,085 მლნ ლარს შეადგენს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პირობები ითვალისწინებს ურბანულ დაგეგმარებას, ლანდშაფტურ არქიტექტურულ და გამწვანების მომსახურებების გაწევას. წინადადებების მირებს იწყება 26 მარტს, დასრულდება 29 მარტს.

სტუმარი: გიორგი შენგელია - მუნიციპალური განვითარების ფონდი, დირექტორი