15.მარტი.2019 09:01
საქმიანი დილა

თელავში რეგიონული განვითარების ფონდიდან 14 პროექტი დაფინანსდა

თელავის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ ეტაპზე 14 პროექტი დაფინანსდა. საკრებულოში აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 5 401 626 ლარი გამოიყო. უწყების ინფორმაციით, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ფშაველის კულტურის სახლის ეზოში მოეწყობა საკემპინგო ადგილი. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილის მოწყობას.

 https://knews.ge/?p=37446.