მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში დასასვენებელი სკვერები მოეწყობა

BM.GE
18.02.19 09:31
789
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში დასასვენებელი სკვერები მოეწყობა. როგორც “კახეთის ხმას” თელავის მერიაში განუცხადეს, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრება გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში. სოფლის მაცხოვრებლებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს. კენჭისყრის შედეგად ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოვლინდა: სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, გასუფთავება და სველი წერტილის მოწყობა; ამბულატორიის ეზოში და სოფლის ცენტრში სკვერების მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში 717 000 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

https://knews.ge/?p=36914.