მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავიდან შიდა ფრენების აღდგენის თაობაზე ბიზნესგეგმა მუშავდება

BM.GE
25.03.19 09:46
764
კახეთის გუბერნატორის, ინფორმაციით, თელავიდან შიდა ფრენების აღდგენის თაობაზე მიმდინარეობს ბიზნესგეგმის შემუშავება. ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ამ მიმართულების გააქტიურების მიზნით აუცილებელია თელავში არსებული აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა სახელმწიფო უწყებასთან და დაინტერესებულ მხარესთან, მიმდინარეობს ბიზნესგეგმის შემუშავება, საჭიროა თელავში არსებული აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა საწყის ეტაპზე აღდგეს შიდა ფრენები კახეთიდან, ბათუმის, ქუთაისის და სვანეთის მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 https://knews.ge/?p=37527.