მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს ნაწარმის ხილულად განთავსების აკრძალვამ ბიზნესსუბიექტებში დაბნეულობა გამოიწვია

BM.GE
14.09.18 23:09
1319
სიგარეტი ბოლო პერიოდში დამალობანას გვეთამაშება. დღეს, უმეტეს სავაჭრო ობიექტებში, ყველა სიგარეტი დახლიდან მოხსნილია და თამბაქოს პროდუქცია ფარულად იყიდება. ასეთი უცნაური ქცევის მიზეზი ბიზნესის განმარტებით შემოსავლების სამსახურის წერილია, სადაც არ იყო დაკონკრეტებული თამბაქოს ნაწარმის ხილულად განთავსება აკრძალულია ობიექტის გარედან - თუ შიგნიდან. ამ დრომდე თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის ობიექტის გარედან ხილულად განთავსებისთვის შემოსავლების სამსახურმა უკვე 109 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. ბიზნესი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა, რაც ქმნის კიდეც ამ გაუგებრობებს. შემოსავლების სამსახურში თავის მხრივ ამბობენ, რომ მათი ყველა ჯარიმა კანონთან სრულ შესაბამისობაშია. თამბაქოს ინდუსტრია ამ ეტაპზე ითხოვს 6-თვიან მორატორიუმს და შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციას ბიზნესომბუდსმენის და ბიზნესასოციაციების დახმარებით ცდილობს. საერთაშორისო სავაჭრო პალატაც ჩართეს მათ ამ პროცესში.

სტუმარი: ფადი ასლი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე