11.თებერვალი.2019 11:09
საქმიანი დილა

ტალინი-ბათუმის პირდაპირი ავიარეისები იწყება

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, ტალინის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ ჩარტერული რეისები შესრულდება. 180 ადგილიანი საჰაერო ხომალდით ფრენები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტისას დაანონსა. პირდაპირ ფრენებს ავიაკომანია “Smartlynx Airlines” უზრუნველყოფს. თორნიკე როჟვაძე ასევე Tourest 2019-ის ტურისტული გამოფენის დახურვას ესწრებოდა, სადაც აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი.

სტუმარი: თორნიკე რიჟვაძე - აჭარის მთავრობის მეთაური