მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Summer Set 2018

BM.GE
13.07.18 09:20
1034
მუსიკალური ფესტივალი “Summer Set”-ის საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება. მომდევნო წლიდან კი, ღონისძიება გუდაურში ინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ახალი მოდელის კონცეფცია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობასა და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს. ხოლო სცენაზე გარდა ცნობილი მუსიკოსებისა, დამწყები არტისტებიც წარდგებიან. ამ ყველაფრის მიზანი კი ერთია – მთაში დასვენების კულტურის პოპულარიზაცია და მეტი ევროპელი ტურისტის მოზიდვა ქვეყანაში.

5-წლიანი ისტორია, 15 ათასი მელომანი ერთ სივრცეში, ელექტრონული მუსიკის 100-ზე მეტი ვარსკვლავი საქართველოში და ამიერკავკასიის პირველი მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - ეს Summer Set-ია, რომელიც წლებია უკვე რაც ყოველ ზაფხულს, მუსიკის მოყვარულთა ერთ–ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. თუმცა ვიდრე იმას გავარკვევთ, თუ როგორი იქნება მიმდინარე წელს ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი, როგორია მისი ლაინაფი და გეგმები, მანამდე გეტყვით, რომ 2019 წლიდან ის ფორმატს სრულიად იცვლის, რისი საფუძველიც წლევანდელი, 2018 წლის ღონისძიება უნდა გახდეს.

სტუმარი: ნიკა დვალიძე– მუსიკალური ფესტივალის “Summer Set”-ის ორგანიზატორი