11.ოქტომბერი.2018 10:10
საქმიანი დილა

Start in Georgia მეწარმეებისთვის

Start in Georgia- დაიწყე საქართველოში ამ სახელით 13 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში დიდი ამბები მოხდება და ეს იმას ნიშნავს რომ წელს უკვე მეორედ საგამოფენო სივრცე მეწარმეობისა და ბიზნესის დაწყების მსურველებს დაეთმობათ. რისთვის? იმისთვის რომ როგორც ამ გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ მეწარმეებს, სტარტაპერებს და ბიზნესის დაწყების მსურველებს ჰქონდეთ მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

ხელმისაწვდომობა და თან ერთ სივრცეში თავმოყრილი ყველა შესაძლო ადრესატით. მოთხოვნა დიდი უნდა იყოს და ეს ორგანიზატორებმაც ძალიან კარგად იციან. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2014 წლიდან 2016 წლის საშუალო მონაცემებით 37278 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო იგივე წლების საშუალო მონაცემებით 23436 საწარმოს გარდაცვალება ანუ გაუქმება მოხდა. რა სჭირდებათ დამწყებ ბიზნესებს საქართვლოში და რას უმზადებენ მათ ექსპო ჯორჯიაში?

სტუმარი: ლარისა პატარაია - კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Start Business Solutions, მმართველი პარტნიორი