მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ უჯარმაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

BM.GE
25.03.19 09:46
1500
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ტურიზმს განავითარებს. ,,2019 წელი კახეთის რეგიონისთვის იქნება დატვირთული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი. იგეგმება 350-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მათ შორის, საგაერეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც გააძლიერებს სოფელს და განავითარებს ტურისტულ მიმართულებას”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


https://knews.ge/?p=37525.