მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი მოეწყობა

BM.GE
19.02.19 09:14
972
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი მოეწყობა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ ხუთი მოედანი კეთდება. „ მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივაა, რომ ყველა სოფელში იყოს მინი- სტადიონი. ამჟამად რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოედნები კეთდება: კარდენახში,კალოსუბანში, ჩუმლაყში, მუკუზანსა და ვაზისუბანში. სამუშაოები დაიწყო დეკემბერში და ორ კვირაში ყველგან დასრულდება. “ მისივე თქმით, კარდენახში სამუშაოს რომლის ღირებულებაც 48 477 ლარია, შპს "სამშენებელო კომპანია თი ენ სი" ასრულებს.

https://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30252-gurjaanis-municipalitetis-soflebshi-khuthi-mini-stadioni-kethdeba.