15.მარტი.2019 09:04
საქმიანი დილა

სკანდალი განათლების ამერიკულ სისტემაში

აშშ-ში ფედერალურმა აგენტებმა ათობით მშობელი, მათ შორის ცნობილი მსახიობები დააკავეს, რომლებსაც შვილების უნივერსიტეტში წარსადგენი დოკუმენტების გაყალბება და პრესტიჟული უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ადმინისტრაციის მოქრთამვა ედებათ ბრალად. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მათ დიდი ოდენობით თანხა გადაუხადეს ე.წ. კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც აყალბებდნენ მოსწავლეების ქულებს და მათი რჩეული უნივერსიტეტისთვის შესაფერისი იმიჯის ილუზიას უქმნიდნენ. როგორ დაისჯებიან კორუფციული სქემის ორგანიზატორები და რა დაუჯდათ მშობლებს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში შვილების მოწყობა?