მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელი ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

BM.GE
19.02.19 23:29
1063
„სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი შარაშენიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მეშველიანს, ასევე ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. შარაშენიძის თქმით, საქმეს წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უძღოდა,  რომ კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსთან დაწყებულ სასამართლო პროცესს აუცილებლად წააგებდა. ამასთან სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ. მათ შორის არიან კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოების ხელმძღვანელები ნოდარ ხადური და ირაკლი რაზმაძე.

სტუმარი: გიორგი შარაშენიძე -  „სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი