მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა ტედათვალიერებასთან დაკავშირებული სანქციები გაუქმდეს

BM.GE
01.08.18 16:14
1068
ახალი თავსატეხი მთავრობას ტექდათვალიერების სქემაში - მართალია, 2018 წლის 1 იანვრიდან ეს ვალდებულება გარკვეული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ძალაშია და ვინც შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სანქციებსაც დაექვემდებარა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა შესაძლოა, ძალა დაკარგოს. საქმე იმაშია, რომ მთავრობის დადგენილება, რომელსაც სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების პროცესი ეფუძნება, საკანონმდებლო მაცნეში 10 ივლისს გამოქვეყნდა, მანამდე კი აკრედიტაციის ცენტრმა ამ დადგენილების გამოქვეყნების გარეშე გადაწყვეტილებების აღსრულება დაიწყო. ინსპექტირების ორგანოთა ასოციაცია ამ იურიდიულ ნიუანსს დაუდევრობად აფასებს, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებებს ძალა მხოლოდ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ აქვთ.