მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აქტივი - ფილარმონიის დირექტორის პასუხები

BM.GE
16.03.19 10:50
1220
„თბილისის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს მართვაში უნდა დაბრუნდეს“, - ეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაა. როგორც ირკვევა ამ დასკვნამდე საია ფილარმონიის ირგვლივ განვითარებული პროცესებისთვის თვალის თითქმის სამწლიანმა მიდევნებამ მიიყვანა. ახალგაზრდა იურისტების შეფასება გამყარებულია ერთი მნიშვნელოვანი რიცხვითაც - 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, კომპანია  „ინტერნეიშენალ ივენთს“, რომელსაც 2007 წელს 49-წლიანი მართვის მართვის უფლებით გადაეცა ფილარმონია, ამჟამად სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით დაახლოებით 3 მილიონ 116 ათასი ლარის და 177 ათას 102 ამერიკული დოლარის დავალიანება ერიცხება. დავალიანება, 2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე, 8-წლიან პერიოდს მოიცავს.

სტუმარი: გიორგი კერესელიძე - „ფილარმონიის“ დირექტორი