მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შემოწმება

BM.GE
18.02.19 10:32
1092
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმება დაიწყო. ‘’ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.


სტუმარი: როინ ვარშანიძე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი