მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#საქმიანები - "ინებე" "მიკროგრინი"

BM.GE
25.03.19 16:52
1019
თუ სუპერმარკეტში კოხტად შეფუთულ, მიწაზე ამოზრდილ პაწაწინა მცენარეებს მოკრავთ თვალს, არ გეგონოთ, რომ ისინი, უბრალოდ, დეკორატიული ყვავილებია. ასეთი ალბათ აღარც არავინ დარჩა, თუმცა ბევრისთვის შეიძლება უცნობია, რომ მიკროგრინს უკვე რამდენიმე წელია ქართულ მიწაზეც ზრდიან.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, მარიტა გენებაშვილმა და ლევან შათირიშვილმა, ეს საუცხოო ბოსტნეული პირველად ევროპაში გასინჯეს, ძალიან მოეწონათ და მისი მოყვანა სახლის პირობებში გადაწყვიტეს.