მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

BM.GE
21.05.18 16:35
954
საქსტატის მონაცემებთ, 2017 წელს უმუშევრობის დონე 0.1 პროცენტით შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალში კი უმუშევართა რაოდენობა აქტიური სამუშაო ძალის 14%-ია. სწორედ ეს მაჩვენებლები იყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას კრიტიკის საგანი საქსტატის მისამართით. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რიცხვები რეალობას არ ასახავს. როგორ ითვლის სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობას და უკვე არსებულ მეთოდოლოგიაში ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

სტუმარი: გოგიტა თოდრაძე - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი