მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავარი საექსპორტი პარტნიორი რუსეთია

BM.GE
19.07.18 16:12
1052
28.5%-ით გაზრდილი ექსპორტი და თითქმის 23%-ით გაზრდილი იმპორტი - საქსტატმა 6 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ჯამურად ვაჭრობა იანვარ-ივნისში 24.3%-ით გაიზარდა 5 მლრდ 986 მლნ ამერიკულ დოლარამდე. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი შეადგინა.