მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა"

BM.GE
19.06.18 09:00
1110
ევროკავშირი პროექტ "საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა" აფინანსებს. პროექტის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებაში, გააუმჯობესოს თანამშრომლობა სააგენტოსა და დარგობრივ მარეგულირებლებს შორის და უზრუნველყოს ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და DCFTA-ის შესაბამისად. შედეგად, პროექტი ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე კონკურენციის ზრდას და ეკონომიკის გაძლიერებას.