მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კარიტასის" შინმოვლის სერვისი

BM.GE
13.12.18 11:39
1193
საქართველოში გრძელვადიან ზრუნვას და მკურნალობას - შინმოვლას დაახლოებით 185 000 ადამიანი საჭიროებს. ეს მონაცემები რამდენად ზუსტია ვერ გეტყვით, თუმცა 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას დაფიქსირებული შედეგი, ბოლო ოფიციალური სტატისტიკაა რაც ამ თემასთან დაკავშირებით ღიად მოძიებადია. შინმოვლის საჭიროების მქონე ადამიანთა დასახმარებლად სახელმწიფო სხვადასხვა ჯანდაცვის და სოციალური დახმარების პროგრამებს ფრაგმენტულად აფინანსებს, ხოლო შინმოვლის მომსახურება არ შედის არც ერთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში. დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. რა ხდება იმ შემთხვევაში მათთვის ვინც სერვის მიღმა ხვდება?

სტუმრები: ია ადეიშვილი - "საქართველოს კარიტასი", ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ოფიცერი;
მაია მიქაძე - "საქართველოს კარიტასი", შინმოვლის პროექტის კოორდინატორი, სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი