მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს გამოცდილება "ბლოკჩეინის" სისტემაში

BM.GE
23.03.18 09:32
1233
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში „მიწა და სიღარიბე“ – 2018: მიწის მმართველობა ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში“ მონაწილეობა მიიღო. პაპუნა უგრეხელიძემ მოხსენებით „ბლოკჩეინი – საქართველოს გამოცდილების მეორე ფაზა – გონიერი კონტრაქტები“ თემატურ პანელზე „ბლოკჩეინის ტექნოლოგია მიწის ადმინისტრირებაში – გამოყენების მაგალითები“ წარდგა. პაპუნა უგრეხელიძემ უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაზე და პროექტის სარგებლის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მან საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა და 2017 წლის 20 თებერვლიდან დღემდე სისტემაში უკვე მილიონამდე ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა გაგზავნილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინის პროექტის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.