11.თებერვალი.2019 09:15
საქმიანი დილა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე თეთრ სახლში

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს უმასპინძლა. მათ შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე და უფლებადამცველი და იურისტი ნინო ელბაქიძე, „ჰუბერტ ჰამფრის სახელობის“ სასტიპენდიო პროგრამის მონაწილე. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და იქ დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის ფინანსურმა დახმარებამ მისი ცხოვრება.


სტუმარი: ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თავმჯდომარე