მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთავრობო პროგრამა - რა ვიცით "სესხების განულების" აქციაზე?

BM.GE
23.11.18 23:25
1494
მთავრობის ინიციატივა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს - სახელისუფლებო პარტიის დამფუძნებლის საქველმოქმედო ფონდი მზადაა, ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი მოქალაქის მილიარდნახევარი ლარის ვალი გამოისყიდოს და საფინანსო ინსტიტუტებს სესხი თავად გადაუხადოს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ასეთი პროგრამის გაჟღერებაში ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები დაინახეს, რამაც პროკურატურა იძულებული გახადა, ვალების ჩამოწერის პროგრამის კანონიერების შესწავლა დაეწყო. ვიდრე საგამოძიებო ორგანო დაადგენს, არის თუ არა გარიგებაში დანაშაულის ნიშნები და მიეცემა თუ არა, საქმეს შემდგომი მსვლელობა, ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ სესხები, რომელიც სამთავრობო პროგრამების პირობებს აკმაყოფილებენ, საფინანსო ინსტიტუტებმა გაყიდონ. რა ვიცით ამ დროისთვის - ვინ ერთვება „სესხების განულების“ აქციაში და რა პირობით?