მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 47-ე ადგილზეა

BM.GE
24.05.18 16:58
973
საქართველოს საინვესტიციო გარემოს ამსახველი რეიტინგი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს კვლევის მიხედვით არ გაუმჯობესდა და მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის 47-ე ადგილზეა. ინდექსი - International Business Compass 2018 რეიტინგის დასადგენად ქვეყნის მდგრადობის სამი მიმართულების ანალიზს მოიცავს. ესენია: ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციო-კულტურული გარემო. ამ რეიტინგში საქართველოს შედარებით უკეთესი პოზიცია 2015 წელს ჰქონდა - 43-ე ადგილი. გარდა მსოფლიო მასშტაბისა, საერთაშორისო ბიზნეს კომპასი აზიის რეგიონშიც გვთავაზობს რეიტინგებს, რომლის მიხედვით, საქართველო შესაბამისი ქვეყნების ჩამონათვალში მეთერთმეტე ადგილზეა. საინვესტიციო მიმზიდველობით კი რეიტინგში სინგაპური ადგილს არ თმობს. მას ჰონგ კონგი და შვეიცარია მოყვება.

სტუმარი: ზურაბ ლალაზაშვილი - BDO-ს მმართველი პარტნიორი