მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები - ტრანსნაციონალური კომპანიები ქართულ ბაზარზე

BM.GE
08.02.19 18:35
1160
ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში გახსნიან მთავარ ოფისებს, ინოვაციურ ცენტრებს, ლაბორატორიებს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები ექნებათ.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, საწარმოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას, შეიძლება მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი და გათავისუფლდეს:
• დღგ-სგან, მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევისას;
• დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულებისგან;
• ქონების (გარდა, მიწისა) გადასახადისგან, თუ ეს ქონება გამიზნულია ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც მხოლოდ საქართველოს რეზიდენტია, არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით საერთაშორისო კომპანიიდან დაქირავებით საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. საერთაშორისო კომპანია მოგების გადასახადით დაიბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი არ დაიბეგრება.

საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, დაადგინოს ისეთი ხარჯების ჩამონათვალი, რომლის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიას ექნება უფლება, გადასახდელი მოგების გადასახადი შეამციროს ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით.

სტუმარი: ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე