მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად წავიდა "ჰუმანითი ჯორჯია"?

BM.GE
19.06.18 16:32
1128
სად წავიდა ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“? ალექსანდრე მაშკევიჩის სახელთან დაკავშირებულ კომპანიას, რომელიც სამი წლის წინ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მთავრობის მხარდაჭერით შემოვიდა, ფაქტობრივად აღარ იძებნება. როგორც აღმოჩნდა, საპარტნიორო ფონდთან ერთად დაგეგმილი პროქტებიც აღარ განხორციელდება და ერთი სიტყვით, ამ კომპანიასთან მთავრობა აღარ თანამშრომლობს. ჰუმანითი ჯორჯიას ბაზარზე შემოსვლას სამედიცინო სფეროში გადატრიალება ნამდვილად არ მოუხდენია, როგორც ამაზე საპარტნიორო ფონდის მესვეურები ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ.