მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RYANAIR ქართულ ბაზარზე - "სიცრუეა თითქოს #RYANAIR მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა"

BM.GE
14.02.19 14:31
1053
"სიცრუეა თითქოს RYANAIR მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა"- ამის შესახებ ბიემჯი "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა. დეპუტატი წინა ხელისუფლების პერიოდში ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტში იყო ჩართული და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც იყო ინფორმირებული, მისი თქმით, Ryanair-ს სუბსიდიის მსგავსი ოდენობა არ დაუსახელებია. შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება ეკონომიკისთვის არახელსაყრელი იყო. რადგანაც კომპანია სახელმწიფოსგან თითოეულ გადაყვანილ მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა.

სტუმარი: გიორგი კანდელაკი - "ევროპული საქართველო" წევრი