მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში 2 პენიტენციური დაწესებულება აშენდება

BM.GE
19.03.19 09:23
908
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 2 პენიტენციური დაწესებულება აშენდება. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ივნისში ბუფერული ზონა და პერიმეტრის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება. 100 კაცზე გათვლილი მცირე დაწესებულების მშენებლობა 2020 წელს, ხოლო 600 კაცზე გათვლილი დაწესებულება 2021 წელს დასრულდება. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ კონკურსის წესით დასაქმება. როგორც "ინფო რუსთავს" ადგილზე მომუშავე, კომპანიის წარმომადგენლება განუცხადეს, ტერიტორია მთლიანად დაახლოებით 2 თვეში შემოიღობება. სასჯელაღსრულების დაწესებულებას, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 14 ჰექტარ ფართობზე განათავსებს. პენიტენციური დაწესებულების შესახებ დეტალების სანახავად, ნახეთ ბმული.


https://inforustavi.ge/?m=31&news_id=9149.