მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

BM.GE
19.03.19 09:25
919
რუსთავის რკინიგზის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება გარე ფასადი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მგზავრთა მოსაცდელ დარბაზს, ასევე განახლდება სველი წერტილები, შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით და ამუშავდება სალარო. როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის რკინიგზის მმართველი კომპანიის ხელძღვანელი კობა ლაცაბიძე აცხადებს, შენობას თავისი ფუნქცია დაუბრუნდება, ასევე შესაძლოა ფართის ნაწილის სხვის მფლობელობაში იჯარით გადაცემა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე სხვადასხვა კომერციული ობიექტები განთავსდება.

 https://inforustavi.ge/?m=31&news_id=9247.