მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებებია

BM.GE
20.02.19 09:09
770
რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებებია. ინფო რუსთავის ინფორმაციით, საკრებულოში საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის გადმოსაცემი სპეციალური ტრანსფერის გაზრდა - 870 000 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის გაზრდა -1 186 400 ლარით, ასევე 2018 წლის ბოლოს დარჩენილი ნაშთიდან 224 000ლარის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში გათვალისწინებას და სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების პროგრამის ასიგნების 164 700 ლარით შემცირება განიხილეს. საბოლოო ჯამში რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 57 902 400 ლარს შეადგენს.


 https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8908.