მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები გვპირდებიან მომავალში მფრინავი მანქანების გამოშვებას?

BM.GE
18.07.18 09:50
1166
ამერიკის შეერთებულ შტატებში კანადურმა სტარატაპმა ერთადგილიანი მფრინავი მანქანის blackfly-ის პროტოტიპი წარადგინა. მანქანაზე კომპანია 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, მთლიანობაში კი სატესტო რეჟიმში მფრინავმა მანქანამ 1400 ფრენა განახორციელა და 19 300-მდე კილომეტრი გაიფრინა.მფრინავი მანქანის სიგრძე 4 მეტრია, ხოლო სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი. ინოვაციური ავტომოვილი გათვლილია ერთ მგზავრზე, რომლის წონა 113 კილოგრამს, ხოლო სიმაღლე ორ მეტრს არ აღემატება.ახალი პროდუქტი ელექტროძრავზე მუშაობს და დამუხტვის შემდეგ 40 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო რაც შეეხება სიჩქარის მაქსიმალურ რაოდენობას ის 62 კმ/სთ-ია.ინოვაციური პროდუქტის ყიდვა კანადაში 2019 წლიდან უკვე შესაძლებებლი იქნება.კანადურ სტარტაპ კომპანიასთან ერთად მომავლის მანქანაზე კიდევ მრავალი კონკურენტი მუშაობს.