მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვლება სამარშუტო ხაზების მოძრაობა

BM.GE
25.05.18 11:25
950
დედაქალაქში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები შესაძლოა გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს - კომპანია „სისტრა“ თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე დედაქალაქის მთავრობასთან აქტიურ შეხვედრებს ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილები დაწესდეს, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქში 7 ახალი მარშუტი ამოქმედდება, 5 მარშუტი შეიცვლება, 13-ს ავტობუსები დაემატება, ხოლო 3 მარშუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება. ახალი სქემის ამოქმედებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც უკვე აღინიშნა დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია ფრანგული კომპანია „სისტრა“ რომელთან ხელშეკრულება სწორედ ამ მიზნით დაახლოებით 2 თვის წინ გაფორმდა.

სტუმრები: თათია ჩაფიჩაძე, "საქმიანი დილა" რეპორტიორი;
მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე;
ასმათ აბესაძე -"სპექტრუმ კონსალტინგის" წარმომადგენელი.