მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს სებ-ი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს

BM.GE
18.10.18 13:12
1228
პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო ფორმატში პირველი მოსმენა დასრულებულია. კომიტეტებმა ფინანსთა სამინისტროს მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნეს. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დასკვნა ტრადიციულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმაც გამოაქვეყნა, რომელიც არაერთ შენიშვნას და რეკომენდაციას შეიცავს. განსხვავებით, გენერალური აუდიტორის დასკვნისგან ნაკლები შეფასებაა ეროვნული ბანკის დასკვნაში. რა წერია კობა გვენეტაძის მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის სახელზე გაგზავნილ შეფასებაში?