მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ დაერიცხება საპენსიო დანაზოგებს სარგებელი მინიმუმ 2 თვე?

BM.GE
08.02.19 18:31
1041
საპენსიო ფონდში, გუშინდელი მდგომარეობით, 41 მილიონი ლარია აკუმულირებული და თანხა კომერციულ ბანკებში ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე ინახება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სარგებელი არ ერიცხება, რადგან 5-წევრიანი საინვესტიციო საბჭო, რომელმაც შემდეგ საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, დაკომპლექტებული არაა. საინვესტიციო სააგენტოში, რომელსაც ლევან სურგულაძე ხელმძღვანელობს, bm.ge-ის უთხრეს, რომ საინვესტიციო საბჭოს წევრების ანაზღაურებისთვის „საკმაო თანხის აკუმულირებამდე დამატებითი ხარჯის გაწევა არ არის რელევანტური“. გამოდის - ჩვენს მიერ დაზოგილ ფულს ამ ეტაპზე სარგებელი ვერ დაერიცხება. რამდენი თვე შეიძლება გაგრძელდეს ასე და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ რეფორმა მოუმზადებელად დაიწყო?