მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რჩევებს აძლევს ვერა ქობალია კომერციულ ატაშეებს და რას გულისხმობს "ჰონკონგის მოდელი"?

BM.GE
23.03.18 16:48
2238
აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - ეს ის 6 ქვეყანაა, სადაც საქართველოს კომერციული ატაშეები ეყოლება. ატაშეების შესარჩევის კონკურსი უკვე გამოცხადებულია. მათი მთავარი მისია სწორედ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირწმუნება, რომ ატაშეების ეფექტიანობა გაზომვადი იქნება, რადგან მათ კონკრეტული დავალებების შესრულება მოუწევთ. საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ შეაფასა.