მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში კარფურის მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

BM.GE
13.12.18 11:33
1078
ქუთაისში კარფურის მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. საუბარია, ქუთაისში შპს "ვესტპოინტის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის, ღია მოლისა და მოლის მოწყობაზე. ქუთაისში შარტავას ქუჩის N 2 ში 2 ჰექტარ მიწაზე სავაჭრო ცენტრ კარფურს "სენტა" ჯგუფი" აშენებს. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, საზაფხულო ჩხიკვაძის თქმით, განაშენიანების შემდეგ "სენტა" ჯგუფი დეტალურ პროექტს წარადგენს და ამის შემდგომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, მშენებლობა სავარაუდოდ 2019 წელს დაიწყება და 11 თვეში დასრულდება.


http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/13702-quthaisshi-karfuris-msheneblobisthvis-ganashenianebis-regulirebis-gegma-daamtkices.