მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში ინფარსტრუქტურული პროექტები 2019 წელს შესაძლოა ვერ განხორციელდება

BM.GE
21.11.18 09:50
991
ქუთაისი პოსტის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაანონსებული მასშტაბური ინფარსტრუქტურული პროექტები, 2019 წელს, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება. გაპონოვის ქუჩისა და ბალახვნის კიბეების რეაბილიტაციისთვის, ქუთაისის მერიამ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები არ გაითვალისწინა. პროექტის მიხედვით, 2019 წელს არ მოხდება არც ბოტანიკური ბაღიდან წმინდა გიორგის ეკლესიასთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა. რაც შეეხება ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ერთ–ერთ მთავარ დაპირებას, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის შესახებ, როგორც ირკვევა მერიას პროექტისთვის საჭირო ხარჯებიც კი არ დაუთვლია.


http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/13448-rionispira-sakhlebi-balakhvnis-kibeebi-proeqtebi-romlebic-shesadzloa-dapirebad-darches.