11.თებერვალი.2019 08:58
საქმიანი დილა

ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. ნიუპრესის ინფორმაციით, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები. რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქუთაისში ისტორიული უბნისა (მდინარე რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია) და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციასაც იწყებს.

http://www.newpress.ge/qutaisis-auzis-proeqtirebaze-tenderi-gamocxadda.