მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურინვესტი" - მულტიფუნქციური კომპლექსები

BM.GE
22.05.18 17:10
1639
“ტურინვესტი” 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და მისი ინვესტიციები $200 მილიონს აჭარბებს. კომპანიის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი მაღალი კლასის მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც აერთიანებს “ბელვიუ რეზიდენს ბათუმს” და 5–ვარსკვლავიან სასტუმრო “ჰილტონს”. ერთი კომპლექსის ორივე შენობის პროექტი დიდ ბრიტანეთში - კომპანია RTKL-ის მიერ, ბრიტანელი, შვედი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა. “ტურინვესტმა” ასევე მოაწყო ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონი, გასართობ-კულტურული ცენტრი “არგო”, რომელიც მოიცავს საბაგირო გზასა და ქართულ რესტორანს, რაც ტურისტებს ბათუმის ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.