მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ბანკის" საქმე

BM.GE
18.02.19 11:11
1060
გასული კვირის მიწურულს ეროვნული ბანკის მოთხოვნამ, რომელიც თიბისი ბანკს გადაუგზავნა და რომლითაც მამუკა ხაძარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა, ნახევარი წლის წინ დაწყებული გამოძიება, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებამ იანვარში შეიტყო აქტუალურ განსხაილველ თემად კიდევ ერთხელ აქცია. რა თქმა უნდა რთულია ეს იყოს ბოლო ეტაპი ან თუნდაც იმის თქმა მერამდენეა საქმეში რომელიც 10 წლიანი დაძველების ტრანზაქციას უავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე სულ უფრო მეტად ხურდება და ის აისახება ძალიან ბევრ მიმართულებაზე. თიბისი ჯგუფის მიმდინარე პროექტებზე და მომავალზე, რომელიც კვალს ქვეყნის ეკონომიკაზეც აუცილებლად დაატყობს. კონკრეტულ რიცხვებში ასახვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების გაუფასურების ამ დრომდე გაგრძელებულ ტენდენციაზე ადვილი სანახავია.

რთულია იმის თქმა რა შედეგებამდე მივალთ, მაგრამ ცალსახად მძიმეა პროცესი და შედეგიც არ იქნება მარტივი. არავისთვის. ეროვნული ბანკის მიმართვს საპასუხოდ თიბისი ბანკის იურისტებმა სასამართლოს კობა გვენეტაძის ბრძანების გასაუქმებლად უკვე მიმართეს. “თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა",- ნათქვამია თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტუმრები: მარიკა არევაძე - ადვოკატი;
გიორგი კეპულაძე - "საზოგადოება და ბანკები", გამგეობის თავმჯდომარე