მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულიას მტკიცებით, TBC ბანკის საქმეს ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება

BM.GE
19.02.19 18:25
819
„ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს“, - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ 7000-მდე თანამშრომელს დაუგზავნა. ის საკუთარ თანამშრომლებს სიმამაცისკენ და გამძლეობისკენ მოუწოდებს. „ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში. ჩვენ ვიბრძლებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!", - ასე სრულდება კონფიდენციალური წერილი. ამავე თემით განვაგრძობთ გადაცემას... თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკაშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდებას და მზაობას - მამუკა ხაზარაძე მივიდეს პარლამენტში და საქმეზე ღიად ისაუბროს, ოპერატიულად გამოეხმაურნენ თიბისი ბანკიდანაც. „მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში" - ნათქვამია განცხადებაში”.