მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი

BM.GE
18.09.18 10:40
896
მესამე ეტაპიც დასრულდა და თიბისი ბანკის კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ვიდრე მათ სახელებს გაგიმხელთ, თავად პროექტის შესახებ გეტყვით, რომ ეს იყო კონკურსი, რომელშიც საფინალო ტურში საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპები წარადგინა და რომლებიც მომავალში ბიზნესების ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას ხელს შეუწყობს.

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე - Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებს ბიზნესებთან აკავშირებს და სადაც კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და აღმოაჩინონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა - კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

სტუმრები: ზვიად წოწკოლაური - "თიბისი ბანკი", მულტიჩენელის განვითარების უფროსი;ლევან მესხიშვილი - პროდუქტი - BeautyPro;
ბექა თომაშვილი - პროდუქტი - InvoiceWave