მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიეთილენის პარკების რეგულაციის გავლენა

BM.GE
19.03.19 12:55
1925
1 აპრილიდან, შესაძლოა პოლიეთილენის საწარმოები დაიხუროს. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია “გვგ პლასტის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გელა გელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეგულაციის დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მოქმედმა პოლიეთილენის მწარმოებელმა კომპანიებმა მოახერხეს, თუმცა რეგულაციამ, რომელიც ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვას გულისხმობს და რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შედის, შესაძლოა, პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანიები წარმოების შეჩერებამდე მიიყვანოს.

სტუმარი: მელიტა პატარიძე - “აა პლასტი”, იურისტი