მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში

BM.GE
08.02.19 23:10
1052
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ პეის ჯგუფს ფოთის საზღვაო ტერმინალის პროექტის ფარგლებში, ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია ოპიკი, 50 მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსებს. ამ განცხადებას მოგვიანებით პეის ჯგუფის განცხადება მოჰყვა, რომ ჯგუფი მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას აპირებს. მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მილიონი ამერიკული დოლარია, პირველი ფაზისთვის კი - 99 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან - 50 მილიონი დოლარი OPIC-ის დაფინანსება იქნება.

პეი-ს ჯგუფი ფოთის პორტში ეიპიემ ტერმინალსის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას.

ეიპიემ ტერმინალსი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ანალიტიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობდა, რომ ინდუსტრიის შეფასებით, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა, თუმცა, მოგვიანებით, საერთაშორისო კომპანიამ ეს შეხედულება შეიცვალა და საკუთარი ღრმაწყლოვანი პორტის სავარაუდო მშენებლობაც დააანონსა.

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები: ოპიკ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენი ღრმაწყლოვანი პორტი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს? ორი? სამი? კავშირშია თუ არა ოპიკ-ის ეს ინვესტიცია ეიპიემ ტერმინალსთან?

ექსკლუზიური ინტერვიუ: კლაუს ჰოლმ ლაურსენი