მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიჯგორი აწყვიტის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 23 თებერვალს დაიწყება

BM.GE
19.02.19 09:12
872
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, ნიჯგორი აწყვიტის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერs 23 თებერვალს დაიწყება რომელიც 26 თებერვალს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 90 დღის ვადაში უნდა განახორციელოს. მან მთლიანად უნდა შეცვალოს ხიდის სავალი ნაწილი და საყრდენები. ბაგირებზე დაკიდებული ხიდი მსუბუქი ავტომობილებისთვის და ქვეითად მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ხიდი, რომელიც სოფელ აწყვიტას, ნიჯგორთან და დაბასთან აკავშირებს, გასული წლის 16 სექტემბერს მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე მიკრო ავტობუსი გადადიოდა. მას შემდეგ ხიდი დაკეტილია.

http://sknews.ge/index.php?newsid=21422.