მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრომ" მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო

BM.GE
20.02.19 09:56
1038
„ნენსკრა ჰიდრომ“ მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს, ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში, კომპანია ჭუბერისა და ნაკრას ყველა საოჯახო მეურნეობას მათ საკუთრებაში, ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით უზრუნველყოფას სთავაზობს.