მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრომ" მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

BM.GE
19.02.19 14:17
1145
„ნენსკრა ჰიდრომ“ მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც ბიემჯის კომპანიაში განუცხადეს, პროექტი, სოციალურ ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში კომპანია ჭუბერისა და ნაკრას ყველა საოჯახო მეურნეობას მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით უზრუნველყოფას სთავაზობს. „ნენსკრა ჰიდრო“ 400-მდე ოჯახს გაუწევს დახმარებას, მიწის ნაკვეთების ჯამური ფართი კი 450 ჰა-ს აღწევს. ამასთან ნაკვეთების აგეგმვის, აზომვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ კონსულტაციის ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.