მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნენსკრა ჰიდრო" საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია

BM.GE
13.12.18 18:39
1494
„ნენსკრა ჰიდრო“ საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია. საქსტატის ინფორმაციით, „ნენსკრა ჰიდრო“ იმ 10 ინვესტორ კომპანიას შორის მიხვდა, რომელთაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს. როგორც bm.ge-ის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ „ნენსკრა ჰიდროში“ განუცხადეს, კომპანია 2018 წელს ჯამურად 58,2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. შეგახსენებთ: 1 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ აწარმოებს.