მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI-ის კვლევა - ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები: უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია

BM.GE
01.08.18 16:12
1072
გამოკითხულთა 57%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა - ასეთია ეროვნულ-დმეოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც უკვე ტრადიციულ კითხვებთან ერთად არაერთ მიმდინარე საკითხს შეეხო. ივნის-ივლისში ჩატარებულმა კვლევამ მოსახლეობის განწყობა იკვლია მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, სიგარეტის მოწევის აკრძალვა კაფეებსა და ბარებში, ნარკოპოლიტიკა და ა.შ.